კიევის იმ სოფლებში, რომლებიც რუსებს კვირეების განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ, პოლიციამ დამატებით 20 დაღუპული უკრაინელი მოქალაქის ცხედარი იპოვა.
„მხოლოდ გუშინ დამატებით 20 დაღუპულის ცხედარი ვიპოვეთ. ძირითადად ბოროდიანკასა და ახლომდებარე სოფლებში, ისევე, როგორც ვიშოგოროდის დასახლების სოფლებში“, – განაცხადა კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა.
ნებიტოვის თქმით, პოლიციამ საერთო ჯამში კიევის რეგიონში უკვე იპოვა და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა 1 235 უკრაინელის ცხედარს.
„მე მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა დაიღუპა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიით. შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის ფედერაციის მასშტაბურ დანაშაულებზე კიევის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ნებიტოვმა