კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა.

კომპანიის განცხადება:

“მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს”.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა ომისა და სანქციების გამო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარტის დასაწყისში, ესტონურმა სავაჭრო ქსელებმა ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის, გაყიდვიდან ამოღების შესახებ განცხადება გააკეთა.

Related posts

კომენტარის დამატება