კულება ლავროვის განცხადებას ამაზრზენი უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებას ამაზრზენი უწოდა. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამი შეურაცხმყოფელია როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ასევე, ისრაელისთვისაც.

ის წერს, რომ “ლავროვმა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი ვერ დამალა. მისი ამაზრზენი განცხადებები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართო გაგებით, ის აჩვენებს, რომ დღეს რუსეთი სხვა ერების მიმართ სიძულვილითაა სავსე”

ლავროვმა განაცხადა, რომ ნაცისტ დიქტატორ ადოლფ ჰიტლერს “ებრაული სისხლი ჰქონდა”, შესაბამისად ზელენსკის “ნაცისზმს” მისი ებრაული სისხლი არ ცვლის.

ამ განცხადების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, ხოლო მინისტრმა განაცხადა, რომ ლავროვის განცხადება საშინელი ისტორიული შეცდომაა და მისგან ბოდიშს ელიან.

Related posts

კომენტარის დამატება