ლუკაშენკოს აზრით, უკრაინაში რუსეთის ომი გაიწელა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის არ მოელოდა, რომ რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში ამდენი ხნის განმავლობაში გაიწელებოდა.

“საკმარისად არ ვარ გარკვეული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, გეგმის მიხედვით მიდის, როგორც რუსები ამბობენ, თუ მე ვფიქრობ ამას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, მიმაჩნია, რომ ეს ოპერაცია გაიწელა”, – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის სწორედ მისი წყალობით დაიწყო.

“ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჭეშმარიტად, ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, თუმცა ვერ დააკონკრეტა, აქვს თუ არა რუსეთს მსგავსი გეგმები.

“ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, რადგან რუსეთი ჩვენთან ახლოსაა, ჩვენ არ ვართ ოკეანის გადაღმა, როგორ შეერთებული შტატები.  ამასთანავე, ეს მიუღებელია, რადგან მან შესაძლოა ორბიტიდან გადაისროლოს დედამიწა, კაცმა არ იცის სად”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

Related posts

კომენტარის დამატება