„მაკდონალდსი“ რუსეთიდან გადის და ქვეყანაში თავისი ბიზნესის გაყიდვის პროცესს იწყებს

„მაკდონალდსი“ რუსეთიდან გადის და ქვეყანაში თავისი ბიზნესის გაყიდვის პროცესს იწყებს, რომელიც 850 რესტორანსა და 62 ათას თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიამ ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითა, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია და აღნიშნა, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება გონივრული აღარ არის და არც „მაკდონალდსის“ ღირებულებებს შეესაბამება.

აღმასრულებელი დირექტორის კრის კემპჩინსკის განცხადებით, „მაკდონალდსის“ მომხმარებელთა და დასაქმებულთა ერთგულების გამო, რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება რთული აღმოჩნდა.

„თუმცა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა გლობალური საზოგადოების წინაშე და უნდა დავრჩეთ მტკიცე ჩვენს ღირებულებებში“,- განაცხადა კემპჩინსკიმ.

Related posts

კომენტარის დამატება