მარნეულში ფესტივალი ,,ჩვენი საქართველო” გაიმართა

ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ფესტივალი „ჩვენი საქართველო“ გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფესტივალზე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ფოლკლორი და სამზარეულო.

ასევე, გაიმართა სკოლის სოციალური საწარმოს მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related posts

კომენტარის დამატება