მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი ითხოვს კლინიკაში თავმდგომად დედის, გიული ალასანიას შესვლას.

იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი დათანხმდა შეთავაზებას, თუმცა მოგვიანებით პირობები წამოაყენა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა.

Related posts

კომენტარის დამატება