მორიგი რუსი მილიარდელი შამანთან ვიზიტის დროს გარდაიცვალა

კომპანია ,,ლუკოილის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი ალექსანდრ სუბოტინი შამანთან ვიზიტის დროს გარდაიცვალა, გავრცელებული ინფორმაციით იგი ალკოჰოლიზმს მკურნალობდა. ერთ-ერთი სეანსის დროს მან გომბეშოს შხამი მიიღო.

ვიზიტის დროს სუბოტინს გულმა უმტყუნა, შამანმა სასწრაფო არ გამოიძახა, ურჩია წამალი მიეღო და დაეძინა. ამას მოჰყვა მილიარდელის გარდაცვალება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია რუსი მილიარდელების გარდაცვალების ფაქტები.

Related posts

კომენტარის დამატება