მოსკოვმა იაპონიის პრემიერსა და ქვეყნის 62 მოქალაქეს რუსეთში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კაშიდასა და ქვეყნის კიდევ 62 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მათ რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ.

„ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია წამოიწყო, რუსეთის მიმართ დაუშვა მიუღებელი რიტორიკა, ცილისწამება და პირდაპირი მუქარა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეოს განცხადებაში.

საგარეოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტოკიო იღებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია რუსეთთან კეთილმეზობლური კავშირების დემონტაჟისკენ, ასევე რუსეთის ეკონომიკისა და საერთაშორისო ავტორიტეტის დაზიანებისთვის.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაამტკიცა სანქციების რამდენიმე პაკეტი. იაპონიამ შეაჩერა ვიზების გაცემა და აქტივები გაუყინა მათ, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას აღიარებს.

ამასთანავე, იაპონიამ აკრძალა დონეცკიდან და ლუგანსკიდან ექსპორტი და იმპორტი, რუსული ობლიგაციების გამოცემა და იაპონიაში ბრუნვა.

გარდა ამისა, იაპონიამ რუსეთის 398 მოქალაქეს ქონება გაუყინა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2 შვილი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი მოხვდნენ.

Related posts

კომენტარის დამატება