ნანგრევებში უკვე დაიწყო გახრწნა სხეულების – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„უკვე რომ დათბა და სიცხეა, მთელ ქალაქში, ყველა ნანგრევში, ყველგან მკვდარია. მიუხედავად იმისა რამდენი დამარხეს, თხრიან ერთ დიდ ორმოს და ყრიან შიგნით, მაგრამ სუნი დგას ისეთი მთელ ქალაქში, რომ რეალურად ნორმალური ადამიანი ვერ გაივლი. ალბათ 20-30 ათასი შეიძლება, იყოს მოკლული, მეტი თუ არა, მშვიდობიანი მოსახლეობა.

სუნი დგას ქალაქში იმიტომ, რომ ნანგრევებში უკვე დაიწყო გახრწნა სხეულების. არავის არ გამოჰყავს, ფასადები რაც გაწმინდეს ეგაა, თორემ დანარჩენი ყველა ნანგრევი სავსეა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა დაბომბვა იყო, დამარხეს, ვინც ქუჩაში იყო გაწმინდეს და გაიყვანეს ორმოებში. ძირითადად ხალხი სახლში იმალებოდა, ძირითადი დანაკარგები სწორედ კორპუსების ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ხალხია“, – განაცხადა  ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა.

Related posts

კომენტარის დამატება