ნენსი პელოსი: პუტინი არის ლაჩარი, რომელიც ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს

„პუტინი ლაჩარია. ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ის ბავშვებს ებრძვის და მათ ომის იარაღად იყენებს“, – თქვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ.

მისივე თქმით, რუსეთი აღიარებულ უნდა იქნას ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად.

„თუ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში არაა, შეგიძლიათ დახიოთ ეს სია. ბირთვული ქვეყანა მეზობელს ესხმის თავს და მისი ლიდერი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. ქვეყნის პრეზიდენტი ჯარისკაცებს სისასტიკისკენ, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებისკენ აქეზებს. ძალადობის ეს აქტები ცივილიზებული ადამიანური ქცევის ზღვარს მიღმაა. ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში უნდა იყოს და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება“, – განაცხადა პელოსიმ

Related posts

კომენტარის დამატება