ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა.აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს. საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის უკანონო დაკავებების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და მწვავედ განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატზე
Related posts
-
სამართალდამცველებმა საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს
საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის... -
ლაზარე გრიგორიადისის მამას,ბექა გრიგორიადისს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო... -
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის...