ომბუდსმენი: სახელმწიფო დაფინანსებით მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ფართის დაცლა მოსთხოვეს

სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მომართვის და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებულ უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს – 6 მაისიდან უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ საცხოვრებელი ფართები, რის შედეგადაც ამ ოჯახებს ემუქრებათ ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეზე.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მედიასი ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

“სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს – მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება”. – განაცხადა ომბუცმენმა.

Related posts

კომენტარის დამატება