“ოცნების” შეგნებული ქმედებაა, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ – კუბილიუსი ნიკა გვარამიაზე

მე სხვას ვერაფერს დავარქმევ საქართველოს მმართველი პარტიის ქცევას გარდა შეგნებული ქმედებისა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატი სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ. მე არ ვიცი რატომ უნდა აკეთებდეს ამას მთავრობა, რომელიც ამბობს რომ ძალიან პროევროპულია. გამოდის, რომ მათ არ ესმით ევროკავშირის პრინციპები და ღირებულებები რა არის და თვლიან, რომ ამ ორგანიზაციაში ქვეყანას მაინც მიიღებენ, თუნდაც კანონის უზენაესობის პრინციპები ირღვეოდეს, რაც არასწორი მოსაზრებაა, ან უბრალოდ შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა მოუკლან. ასეა თუ ისე აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ან არ ასრულებს ქართველი ხალხის ნებას”, – თქვა კუბილიუსმა. 

Related posts

კომენტარის დამატება