პაპის თქმით, მოსკოვში პუტინთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მან ითხოვა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რათა განეხილათ უკრაინის საკითხი, თუმცა მოსკოვისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

პაპის თქმით უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მან ვატიკანის უმაღლეს დიპლომატს სთხოვა, პუტინისთვის მიმართვის გაგზავნა. გზავნილში აღნიშნული იყო, რომ პაპი მზად იყო, მოსკოვში ჩასასვლელად.

“პასუხი ჯერ არ მიგვიღია და კვლავ დაჟინებით მოვითხოვთ”.

მან ასევე დაამატა: “ვშიშობ, პუტინს არ შეუძლია და არ უნდა ამ შეხვედრის ჩატარება ამ დროს. მაგრამ როგორ არ შეგიძლია შეაჩერო ამდენი სისასტიკე?”.

Related posts

კომენტარის დამატება