პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო

2022 წლის 12 აპრილს გამოიცა კანონი ამნისტიის შესახებ. აღნიშნული კანონი, შეღავათებთან ერთად, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ამნისტია არ ეხებათ პირებს, რომელთაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამნისტირებული პირები ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებიან.

ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე−141-ე, 142-ე−144 3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე−224-ე, 236-ე−239-ე, 253-ე−255 2, 280-ე, 353-ე, 378-ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

Related posts

კომენტარის დამატება