ფრანცისკე კირილზე: პატრიარქმა საკუთარი თავი პუტინის დამხმარე ბიჭამდე არ უნდა დაამდაბლოს

პაპი ფრანცისკე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს კირილს მოუწოდებს, არ გახდეს პუტინის მსახური. 

პაპი აცხადებს, რომ დიალოგი 40 წუთს გაგრძელდა, რუსეთის პატრიარქი მას ომის გამამართლებელ მიზეზებზე ესაუბრა. ფრანცისკემ კი უთხრა, რომ ისინი “ხელისუფლების სასულიერო პირები არ არიან და პოლიტიკის ენით არ უნდა საუბრობდნენ”.

„მე მასთან 40 წუთის განმავლობაში ვისაუბრე Zoom-ით. პირველი 20 წუთის განმავლობაში ის ფურცლით ხელში მიკითხავდა ომის გამამართლებელ ყველა მიზეზს.

მე მას მოვუსმინე და ვუთხარი: მე ამის შესახებ არაფერი მესმის. ძმაო, ჩვენ ხელისუფლების სასულიერო პირები არ ვართ, ჩვენ არ უნდა ვიყენებდეთ პოლიტიკის ენას, არამედ იესოს ენით უნდა ვსაუბრობდეთ. 

ჩვენ ერთი ღმერთის წმინდა ფარის მწყემსები ვართ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ მშვიდობის გზა, უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. პატრიარქმა საკუთარი თავი არ უნდა დაამდაბლოს პუტინის დამხმარე ბიჭამდე., – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

Related posts

კომენტარის დამატება