პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ…

პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ კლინიკებსა და ტრანსპორტში, ყველა სხვა დახურულ სივრცეში, პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება.  

“ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სფეროს სპეციალისტებს შეხვდა. 

Related posts

კომენტარის დამატება