ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი ცნო დამნაშავედ , – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა.

სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფო“-ში, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე. ახლადგაწევრიანებულები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას, რაც დროულად იქნა აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით.

Related posts

კომენტარის დამატება