საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, მდგომარეობა წინა ნახვასთან შედარებით, უარესია. ედუარდ სააკაშვილმა პოზიტიურად შეაფასა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება “ვივა მედში” გამოკვლევებისთვის გადაყვანაზე:
“ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, წინა ნახვასთან შედარებით, რაც არის რა თქმა უნდა რთული საყურებელი. ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ რას გამოუწვევს, რა შედეგამდე მივა ეს, მაგრამ ეს არის უკვე პოზიტიური ნაბიჯი. მე როგორც ვიცი ის აპირებს, რომ დათანხმდეს”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.