რას უკეთებენ ჩრდილოეთ კორეაში ქალებს, რომლებიც ჯინსს და ტანზე მომდგარ შარვლებს იცვამენ

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დიქ­ტა­ტო­რი კიმ ჩენ ინი საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს იმას, რომ მის ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო მეტი ახალ­გაზ­რდა ცდი­ლობს აჰყვეს ჩაც­მის და­სავ­ლურ ტენ­დენ­ცი­ებს და ამ თე­მას კი­დევ ერთხელ ამახვილებს ყუ­რა­დღე­ბას.

სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პატ­რი­ო­ტუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი ლიგა, რო­მე­ლიც ასრულებენ კიმ ჩენ ინის პო­ლი­ცი­ის როლს, ვიწ­რო ჯინ­სებ­სა და ტან­ზე კარ­გად მომ­დგარ შარ­ვლებ­ში გა­მო­წყო­ბილ 20-30 წლის ქა­ლებს უღე­ბენ ვიდეოებს და შემ­დეგ ეს ქალბატონები ლი­გის ფი­ლი­ა­ლებ­ში მიჰ­ყავთ. მათ აი­ძუ­ლე­ბენ, თვითკრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბი და­წე­რონ და ფიც­საც ადე­ბი­ნე­ბენ, რომ ამ­გვარ “და­ნა­შა­ულს” მე­ო­რედ აღარ გა­ი­მე­ო­რე­ბენ. ყო­ვე­ლი­ვეს ისი­ნი “მო­დის და­ნა­შა­ულს” უწო­დე­ბენ.

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მათ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ, მაგ­რამ მთავ­რო­ბას რჩე­ბა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და შე­უძ­ლი­ათ, სხვე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნება, რათა მა­თაც იგი­ვე არ გა­ი­მე­ო­რონ. ერთ-ერთ ასეთ ვი­დე­ო­ში, კა­ნო­ნის დამ­რღვევ­თა ჩაც­მუ­ლო­ბა და­ხა­სი­ა­თე­ბუ­ლი იყო, რო­გორც “უხამ­სი“, ხოლო თა­ვად ამ ქა­ლებს კი “უწ­მინ­დუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის“ მქო­ნე­ნი უწო­დეს.

Related posts

კომენტარის დამატება