რუსეთი აცხადებს, რომ “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯანისკაცების ევაკუაციის შესახებ შეთანხმება მიღწეულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მიღწეულია შეთანხმება “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯანისკაცების ევაკუაციის შესახებ. რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება BBC-ი.

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიგებთ რომ შეთანხმების პირობების თანახმად ჰოსპიტალში გადაიყვანენ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ დროისთვის ალყაში იმყოფებიან. აღნიშნული ჰოსპიტალი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

ინფორმაცია უკრაინის მხრიდან ჯერ არავის დაუდასტურებია.

ცნობილია, რომ ადგილზე მყოფებს წყლისა და საკვების მარაგი ეწურებათ.

Related posts

კომენტარის დამატება