რუსეთი ისრაელს უკრაინაში “ნეო-ნაცისტების” მხარდაჭერაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,რომ ისრაელი უკრაინაში “ნეო-ნაცისტებს” უჭერს მხარს. 

სკანდალს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა, რომელიც მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ადოლფ ჰიტლერს “ებრაული სისხლი ჰქონდა”, ხოლო ყველაზე “გამოკვეთილი ანტისემიტები, ებრაელები” იყვნენ. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.

“ჰოლოკოსტის დროს ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ. ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში – ებრაელების მიმართ აშკარა რასიზმის გამოვლინებაა”, – თქვა ლაპიდმა.

სამშაბათს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ რუსულმა უწყებამ ლაპიდის სიტყვებს “ანტიისტორიული უწოდა”, რომელიც “მეტწილად ხსნის ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის კურსს კიევის ნეო-ნაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად”.

მოსკოვში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული ფესვები არ გამორიცხავს, იმას რომ ნეო-ნაცისტები მართავენ უკრაინას.

Related posts

კომენტარის დამატება