21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც ომის დანაშაულის გამო უკრაინაში ასამართლებენ. შიშიმარინმა 28 თებერვალს სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
შიშიმარიანი 4 რუს ჯარისაცთან ერთად, უკრაინელებს გატაცებული მანქანით გაურბოდა, როცა 62 წლის მოქალაქე დაინახა. იგი ამბობს, რომ სროლა პრაპორშჩიკმა და მათთან ერთად მყოფმა უცხო პირმა უბრძანეს.
უკრაინის პროკურატურა რუსი სამხედრო პირის უვადოდ თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქის ცოლის მოსაზრებას დაეყრდნენ.
“რატომ მოხვედით, ვისგან დასაცავად , ჩემი ქმრისგან დამიცავით, რომელიც მოკალით”-იკითხა გარდაცვლილის მეუღლემ, ხოლო შიშიმარიანმა ბრალი აღიარა და განაცხადა “ვაღიარებ, რომ თქვენ მე ვერ მაპატიებთ, მაგრამ პატიებას ვითხოვ”.
გარდაცვლილის მეუღლე მხარს უჭერს დამნაშავის უვადო პატიმრობას, თუმცა ამავ დროს არაა წინააღმდეგი, რომ რუსი სამხედრო აზოვსტალის მეომრებზე აცვალონ.