სალომე ზურაბიშვილი: დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა – საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს

ევროკავშირის წევრობის კითხვარის გადაცემასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კითხვარზე მუშაობა დაასრულა და ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი ნაწილი პირადად გადასცა.

Related posts

კომენტარის დამატება