საპროტესტო აქციაზე ერევანში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ერევანში დილიდან საპროტესტო აქცია იმართება, პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ბოლო მონაცემებით 414-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

პოლიცია ცდილობს აქტივისტები შეაჩეროს და დროდადრო მათ აკავებს,რადგან აქციის მონაწილეები ეტაპობრივად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს კეტავენ-იუწყება რადიო თავისუფლების სომხური ბიურო. ხოლო დაკავებულთა ინფორმაციით, პოლიცია დაკავების მიზეზს არ განმარტავდა.

ოპოზიცია გასული წლის მარტიდან მართავს საპროტესტო აქციებს ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით და პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ცალმხრივ დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან.

ბრალდებებს უარყოფენ სომხეთის ხელისუფლებაში და აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკების დრო ს აპირებენ მთიანი ყარაბაღის უფლებები დაიცვან, მათ შორის სტატუსთან დაკავშირებით. გარდა ამისა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ აქციებს მხოლოდ მცირედი მხარდაჭერა აქვთ.

Related posts

კომენტარის დამატება