საქართველოს მოქალაქე, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა ცოცხალია.

საქართველოს მოქალაქე ბექა ტაბაღუა, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა და მკვლელობაზე საუბრობდა, ცოცხალია. ახალგაზრდა კომაში იყო, ის დაჭრილია გულ-მკერდის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით და ამჟამად, საავადმყოფოში რჩება.

აღსანიშნავია, რომ დღეს ბექას დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ: „შენ ნამდვილი დაბადების დღე გაგთენებია ძმაო – სიკვდილს რა უნდა შენთან ბექა… შენ მშობლებს გაუსაძლისი ტკივილი სიხარულად ექცათ. გამოჯანმრთელდი ძმაო. არ დანებდე! გილოცავ დაბადების დღეს!.“

შგახსენებთ, რომ გუშინ ბექას ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და მისი დაჭრის და გარდაცვალების შესახებ აცნობეს. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მას საბუთები არ ჰქონდა და კვალი მორგში ძებნის შემდეგ ქართველმა ემიგრანტებმა საავადმყოფოში იპოვეს..

Related posts

კომენტარის დამატება