სასაზღვრო პოლიციამ 10 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა.

აღნიშნული დანაშაულები ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

Related posts

კომენტარის დამატება