,,შეწყვიტეთ რუსეთთან თამაში, დაასრულეთ ეს უაზრო ომი“ – ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა დასავლეთს

,,უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არ გატყდება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის და რა ფასს გადაიხდის რუსეთი ამ უაზრო ომისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავს, მათ შორის ემბარგოს რუსეთის ნავთობის იმპორტზე, თუმცა უნგრეთი ეწინააღმდეგება ამ იდეას იმ მოტივით, რომ მისი ეკონომიკა ძალიან დაზარალდება. უკრაინის პრეზიდენტი ამ საკითხსაც შეეხო, გააკრიტიკა ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

,,კიდევ რამდენი კვირა შეეცდება ევკორავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შეთანხმებას? რუსეთზე ზეწოლა, ფაქტობრივად, სიცოცხლის გადარჩენის საკითხია. ყოველი გაჭიანურება, სისუსტე, სხვადასხვა კამათი თუ მსხვერპლის ხარჯზე აგრესორის დამშვიდების წინადადება მხოლოდ უკრაინელების მოკვლას ნიშნავს’’, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Related posts

კომენტარის დამატება