შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“ნატოს ინფორმირებას მოვახდენთ, რომ ალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ახლავს თან”,-განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავრობის მეთაურმა, უსაფრთხოების პოლიტიკაში ისტორილი ცვლილება უწოდა.

ანდერსონმა დასძინა, რომ შვედეთი ფინეთთან ერთად მოქმედებდა, რომლის მთავრობამაც კვირას გამოაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანებას შეეცდებოდა.

Related posts

კომენტარის დამატება