თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გარდაცვლილთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ. მათ ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები და ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ასევე ესაუბრნენ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს. ბურჭულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მუდამ გვახსოვდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ტრადიციულად, აღდგომის დღეებში პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.

Related posts

კომენტარის დამატება