თბილისის მერიამ სამგორისა და ახმეტელის მეტროსადგურებთან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

სამგორისა და ახმეტელის მეტროსადგურებთან თბილისის მერიამ გარემოვაჭრეების დახლები აიღო.

მერიაში აცხადებენ, რომ სამგორისა და ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაავალა ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ.

“გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ”, – ამბობენმერიაში.

Related posts

კომენტარის დამატება