თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 40 დევნილ ოჯახს, ახალი ბინები გადაეცა

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 40 დევნილ ოჯახს, ახალი ბინები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ილია ღუდუშაურის თქმით, გაცემული დაპირების შესაბამისად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა კი, მოხდება ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე.

„იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related posts

კომენტარის დამატება