უკრაინაში მებრძოლი ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოკითხვაზე გადაიყვანეს

უკრაინაში ერთ-ერთი მებრძოლი გიორგი ფარცვანია, ამბობს, რომ ქართველ მებრძოლებს პასპორტები ჩამოართვეს და მიზეზის დასახელების გარეშე განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძეც.

“რამდენიმე დღით ბიჭები შვებულებაში წამოვიდნენ, 10 დღე მოითხოვეს დასვენება, რომ ოჯახები ენახათ. მითხრეს, რომ აეროპორტში შეუყვანიათ, დაკითხვები და რაღაც-რაღაცები ყოფილა. თუ ჩემზე რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, აქ ჩამოდით და აქ მოგცემ ინფორმაციას. საჯაროა ჩემზე ინფორმაცია, რას ვაკეთებ და რას ვსაქმიანობ. სულ ათი დღით ჩამოვიდნენ ბიჭები. ბიჭები, რომლებმაც ტყვიის წვიმა გაიარეს, ირპენის ჯოჯოხეთი გაიარეს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ… რამ გაგათახსირათ, ვინც მაგათ დაკითხვებში და აეროპორტში დაკავებაში მონაწილეობა მიიღეთ? რამ გაგაბინძურათ? საქართველოს ემსახურეთ. მეტი არ მინდა, რაც მანდ იქნებიან, მაგ ბიჭების თავიდან ერთი ღერი თმა რომ ჩამოვარდეს… უკანონო არაფერი არ ჩაუდენიათ, თქვენს ნამუსს რეცხავენ აქ”- ამბობს ნადირაძე.

Related posts

კომენტარის დამატება