უკრაინელი მებრძოლი – „აზოვსტალში“ დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან – ბევრი მათგანი იღუპება, რადგან სამედიცინო დახმარებას ვერ ვუწევთ

არიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ერთ-ერთმა უკრაინელი მებრძოლის განცხადებით, დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„პირობები უბრალოდ საშინელია. დღეს ჰოსპიტალში ვიყავი. ეს არის უზარმაზარი სპორტდარბაზი, რამდენიმე ათეული საწოლით. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ იატაკზეა. მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან. ბევრი მათგანი იღუპება, რადგან ჩვენ ვერ ვუწევთ სამედიცინო დახმარებას. უბრალოდ მედიკამენტები არ არის. რაც შეეხება მძიმე ჭრილობების მქონეებს, მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია“, – აღნიშნა უკრაინელმა ჯარისკაცმა.

„მას კბილებში ქამარი ჰქონდა. ანესთეზიის გარეშე იყო და გამგმირავად ყვიროდა“, – აღნიშნა მებრძოლმა.

Related posts

კომენტარის დამატება