უკრაინის დაზვერვა: ბელარუსებს ინტერნეტს უთიშავენ, რათა დამალონ ოკუპანტების ჯარების მოძრაობა

რუსული საოკუპაციო ჯარების გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის მიზნით, ინტერნეტი გამორთულია ბელარუსის ყველა რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

აღსანიშნავია ის ფატი, რომ პირველად მობილური აბონენტების ინტერნეტზე წვდომის სრული და ნაწილობრივი შეზღუდვა 1 აპრილს დაფიქსირდა. ერთი თვის მანძილზე ბელარუსიის მთელ რეგიონებს ინტერნეტთან წვდომა შეეზღუდათ.

“უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, მომხმარებლების ინტერნეტიდან გათიშვა კოორდინირებულია სპეცსამსახურების მიერ. ამრიგად, ბელარუსიის კგბ და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ცდილობენ შეზღუდონ პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეების კომუნიკაცია და აღკვეთონ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში რუსეთის სამხედრო ტექნიკის მოძრაობის შესახებ ბელარუსიის ტერიტორიაზე.” – აღნიშნავს დაზვერვის სამსახური.

Related posts

კომენტარის დამატება