ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიოში სასურსათო კრიზისი იქნება თუ უკრაინულ პორტებზე ბლოკადა არ მოიხსნება

მსოფლიოში სასურსათო კრიზისი იქნება თუ უკრაინულ პორტებზე ბლოკადა არ მოიხსნება, ეს იქნება დიდი ტრაგედია ევროპისა და მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომელთათვისაც უკრაინა ყოველთვის იყო საიმედო პარტნიორი.

„ჩვენ შეიძლება დავკარგოთ მილიონობით, ათობით მილიონი ტონა მოსავალი, რომელიც უკვე აღებულია. რუსეთი ჯერ არ უშვებს გემებს, ისინი აკონტროლებენ შავ ზღვას“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

„სასურსათო კრიზისი აუცილებლად იქნება, 100%-ით, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი მოსავალი ჩავიტანოთ ევროპის პორტებში და სხვა სახელმწიფოებში“,- თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთს ძალიან კარგად ესმის ეს და სწორედ ამაში მდგომარეობს აღნიშნული ვითარების ცინიზმი. მისი თქმით, უკრაინას სურს საზღვაო გზების განთავისუფლება, რათა რუსეთს არ მისცენ საშუალება გავლენა მოახდინოს სასურსათო კრიზისზე.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურვილს წარმოადგენს უკრაინის ეკონომიკის დაბლოკვა და ამიტომ ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს სარკინიგზო გზებზე, ხიდებსა და იმ მარშრუტებზე, სადაც ექსპორტზე გასატანმა ტვირთმა უნდა გაიაროს

Related posts

კომენტარის დამატება