ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოშობით ქართველ მებრძოლს, სიკვდილის შემდეგ გმირის წოდება მიანიჭა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოშობით ქართველ მებრძოლს, მე-11 ცალკეული ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს სიკვდილის შემდეგ გმირის წოდება მიანიჭა.

ოლეგ გეგეჭკორი ყირიმელია. ის ხერსონის რეგიონში საავიაციო ბრიგადაში მსახურობდა. 

გეგეჭკორი 50 წლის იყო. ის 8 მარტს, კიევის დაცვის დროს დაიღუპა, როცა რუსებმა მისი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. გეგეჭკორი 8 აპრილს კრემენჩუგში ​დაკრძალეს. 

Related posts

კომენტარის დამატება