Xiaomi-მ ხვრინვის საწინააღმდეგო საწოლი გამოუშვა

Xiaomi-მ წარადგინა ჭკვიანი საწოლი, რომელიც მომხმარებლებს ხვრინვის დისკომფორტს მოუხსნის.

საწოლი, სახელწოდებით 8H Feel Leather Smart Electric Bed X Pro, აღჭურვილია მართვის ინტელექტუალური სისტემითა და ელექტრო სადენით. მისი შემქმნელების განმარტებით, ძილის დროს გარეშე ხმების აღმოჩენისთანავე, საწოლის ზურგი 15 გრადუსით იწევა, რათა ჟანგბადის მისაწოდებლად სასუნთქი გზები გაიხსნას.

„მას შემდეგ რაც ხვრინვა შეწყდება, საწოლი ავტომატურად პირვანდელ მდგომარობას დაუბრუნდეს ისე, რომ ადამიანს არ გაეღვიძოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, 8H Feel Leather Smart Electric Bed X Pro აგროვებს ინფორმაციას გულისცემისა და სუნთქვის შესახებ.

ჭკვიანი საწოლი ამ ეტაპზე 968 დოლარი ღირს, თუმცა ფართო გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ, მისი ფასი 1119 დოლარი გახდება.

Related posts

კომენტარის დამატება