უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის სურვილი რუსეთთან მოლაპარაკებებისა „ყოველ ახალ ბუჩასთან, ახალ მარიუპოლთან ერთად ქრება“.
“მზად ვართ, ვაწარმოოთ ეს მოლაპარაკებები, სანამ გვიან არ არის. ყოველ ახალ ბუჩასთან, ყოველ ახალ მარიუპოლთან, ყოველ ახალ ქალაქში, სადაც ათეულობით გარდაცვლილი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველი ახალი სისასტიკით, ქრება მოლაპარაკებების სურვილი და შესაძლებლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წესით ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა”, – განაცხადა ზელენსკიმ.