ბაჩანა ახალაიას საჩივარზე სტრასბურგის სასამართლოს პასუხი ცნობილია – ნახეთ, რა წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში

2022 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომჩივანი – ბაჩანა ახალაია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დაობდა, რომ 2012-2014 წლებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას – 9 თვეს. „მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანს (ადამიანის…

„დედაენის ბაღში“, სადაც „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლები ევროინტეგრაციაზე საჯარო ლექციას მართავენ, ხმაური იყო

“დედაენის ბაღში”, სადაც მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წევრები საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის შესახებ, სტუდენტებთან საჯარო ლექციას მართავდნენ, მოქალაქეთა ჯგუფი მივიდა და განაცხადეს, რომ მოძრაობის “პათოსს არანაირად იზიარებენ”. “მე ვარ მოქალაქე, რომელიც აქ ბაღში ვიჯექი და ნაყინს ვჭამდი. ესენი არიან ომის პარტიის წევრები” , – განაცხადა ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ. მოქალაქეთა ამ ნაწილის მისვლისა და ხმაურის მოუხედავად საჯარო ლექცია სტუდენტებთან გაგრძელდა. ადგილზე პოლიცია ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

გიგა ბოკერია – ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმმაც დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმმაც დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით, ის მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავენ, რომ მათ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს უშლიან. გიგა ბოკერიას თქმით, “ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ რეჟიმმა დაამთავროს ისევე, როგორც დაამთავრეს აბაშიძემ და იანუკოვიჩმა, კერძოდ, მშვიდობიანად ოღონდ, ძალაუფლების ჩამორთმევითა და შესაძლოა ამ ქვეყნიდან გაძევებით”. „ნებისმიერი ოპონენტის დემონიზების კამპანია, ფიზიკური თავდასხმები, მათ შორის სტუდენტებზე, რომლებიც მშვიდობიან კამპანიას ეწევიან, ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის ის, რასაც აკეთებდა…

გია ვოლსკი – FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს – გრძელი სია მაქვს, დაწყებული მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული

საზოგადოებაში თავისუფლად შეიძლება გაიგოთ აზრი: ადამიანებს უნდათ ომი და ამ ადამიანებს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუცია უჭერს! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მისივე თქმით, “FSB-ს სახელმძღვანელოებით ბრალდების წაყენება თუ ვინმესთვის შეიძლება, ეს ის ხალხია, ვინც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ხელში იარაღი ავიღოთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთოთ“. ვოლსკი აღნიშნავს, რომ სია დიდია. “FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. მაქვს ძალიან გრძელი სია, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ – დაწყებული გიორგი მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს, საომარ მოქმედებებში ჩაერთონ. ყველა ადამიანი, ვინც…

სანქციის დაწესება შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო აგრესია რუსეთის წინააღმდეგ და ომის გამოცხადების საფუძველი – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესება შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო აგრესია რუსეთის წინააღმდეგ და ომის გამოცხადების საფუძველი. „კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ პირობებში, ასეთი მტრული ზომები [სანქციების დაწესება] შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო აგრესიის აქტი, და თუნდაც, ომის გამოცხადების საფუძველი“, – თქვა მედვედევმა და დასძინა, რომ „რუსეთს აქვს უფლება, თავი დაიცვას“.

რას ნანობს გიორგი ღოღობერიძე – „რაც გადაიდო, შეიძლება ის მომენტი აღარასდროს დადგეს“

იცით როგორი პერიოდი მქონდა? აბსოლუტური სიბნელე… ბოლოს მართლა ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო მეთქი… ვიყავი ამაზე წამსვლელი…“ – ასე იხსენებს ექიმი გიორგი ღოღობერიძე პერიოდს, როდესაც დედა გარდაეცვალა. დაკარგა მშობელი, რომლის გამოც აირჩია პროფესია და როგორც თავად ამბობს, ვერ მოასწრო, რომ მძიმე სენით დაავადებული დედისთვის თავად ემკურნალა. გიორგი ღოღობერიძე დედასთან ბოლო საუბარს იხსენებს… აქვს სინანულიც. „თბილისში  რომ გადმოვედი საცხოვრებლად, დედაჩემს ყოველდღიურად დარეკვა ძალიან უყვარდა. დღეში 3-4-ჯერ მირეკავდა და საათობით მელაპარაკებოდა. მე უნივერსიტეტში გავდიოდი, სასწავლი მქონდა, დაღლილი ვბრუნდებოდი, მერე კლინიკაში მივდიოდი პრაქტიკებზე… დედაჩემი მირეკავდა, არ შემეძლო საათობით საუბარი. დედას როცა ერთი ბიჭი…

ჩნდება უტყუარი ფაქტები, რომ სააკაშვილის კონგლომერატი რუსეთთან მჭიდრო კავშირშია ინტერესებით და დაფინანსებით – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook გვერდის ადმინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად,  გვერდს რუსეთიდანაც მართავენ. მისი თქმით იბადება შეკითხვა, ვინ მართავს “ნაცების” “სირცხვილიას” გვერდს რუსეთიდან, მაქარაშვილის თუ ხოშტარიას კურატორები? „იბადება შეკითხვა, ვინ მართავს “ნაცების” “სირცხვილიას” გვერდს რუსეთიდან, მაქარაშვილის თუ ხოშტარიას კურატორები? ყოველდღიურად ჩნდება იმის უტყუარი ფაქტები, რომ სააკაშვილის კონგლომერატი რუსეთთან მჭიდრო კავშირშია ინტერესებით,  დაფინანსებით და ‘გაიდლაინებით’”, – წერს გია აბაშიძე.

110 ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის, ზაზა წერეთლის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 18%-ით გაიზარდა, გლობალურად დაფიქსირდა 4,1 მილიონზე მეტი შემთხვევა. მისივე თქმით, 110  ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს. „გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ პანდემიის შესახებ თავის უახლეს ყოველკვირეულ მოხსენებაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი მსოფლიოში შედარებით მსგავსია წინა კვირასთან შედარებით, დაახლოებით, 8,500. COVID-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა გაიზარდა სამ რეგიონში: ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ამერიკაში. ახალი COVID-19 შემთხვევების ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისინი გაიზარდა 47%-ით, ოთხშაბათს გვიან გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად. ინფექციები გაიზარდა დაახლოებით 32%-ით…

პუტინის თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო არ არის მზად, შეეგუოს მსოფლიო ასპარეზზე დომინირების დაკარგვას

ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს გლობალური პროცესების გაკონტროლებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას RIA ავრცელებს.  ვლადიმერ პუტინის თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო არ არის მზად, შეეგუოს მსოფლიო ასპარეზზე დომინირების დაკარგვას და ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ უსამართლო ერთპოლარული მოდელი. „ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგის და სხვა საეჭვო ცნებების საფარქვეშ ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ და წარმართონ გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ. ატარებენ დახურული ბლოკების და კოალიციების შექმნის კურსს, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასარგებლოა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის – აშშ-სთვის. საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა მონაწილეთა ბუნებრივი უფლებები იგნორირებულია და უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტური პრინციპი შერჩევით არის განმარტებული. დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოებზე…

”რატომ არ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს?! იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ” – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“თქვენ თუ აკვირდებით, ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს ოპოზიცია, რადგან იცის, რომ ხალხის მხარდაჭერა მას არ აქვს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. “მნიშვნელობა არ აქვს, ეს ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა, რატომ არ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს?! იმიტომ, რომ იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რა საჭიროა ვადამდელი, როდესაც ახლახან იყო სულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რამდენიმე თვის წინ, რომელიც ასევე, პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ამიტომ მთელი ეს კამპანია ემსახურება სწორედ, ხალხისთვის გვერდის ავლას, ხალხის ჩაჩოჩებასა და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას”, – განაცხადა…