თბილისმა 100-ზე მეტი ქალი მეწარმის მონაწილეობით საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობდნენ წარმატებული ესტონელი და ქართველი მომხსენებლები საჯარო, კერძო და საფინანსო სექტორებიდან.
„ფორუმის მიზანია დამწყები და წარმატებული ქალი მეწარმეებისთვის, ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ღონისძიება საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პალატების ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმი, „ბიზნესის განვითარება გამოწვევების დროს“ საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ტარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.