ადვოკატი ლაშა შუკაკიძის შეფასება თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მიმდინარე სტუდენტების პროსტესტი და იქ მომხდარი ინციდენტის სამართლებრვი შეფასება გააკეთა ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ .

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება,  მაგრამ კანონითა და კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებასთან ერთად ადამიანებს  და მოქალაქეებს გაგვაჩნია მოვალეობები და პასუხსმგებლობები. კონკრეტულ შემთხვევაში კი მინდა აღვნიშნო , მიუხედავად იმისა რომ უმნიშვლოვანესია მაქსიმალურად იყოს დაცული სტუდეტებისა და ახალგაზრდების სწავლა განათლების და მათი განვითარების პირობები, რომელზეც უნდა ზრუნავდეს, როგორც უნივერსიტეტი ასევე სახელმწიფო, არანაირად არ ამართლებს სტუდენტების მხრიდან განხორციელებულ პროტესტის აგრესული ფორმით გამოხატვას. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს მომხდარ ინციდენტს, სტუდენტების მხრიდან განხორციელებულ  ფაქტობრივად ძალადობას, სადაც სხეულის დაზიანება მიიღო უნივერსიტეტის ოთხმა დაცვის თანამშრომელმა და უნივერსიტეტის ლექტორი იძულებისა და ძალის გამოყენებით, შეურაცჰყოფითადა მუქარის ფონზე გამოიყვანეს საკუთარი კაბინეტიდან,  რაც წარმოადგენს საკმაოდ მძიმე დანაშაულს , როგორც სამართლებრივად ასევე მორალურად . მოვუწოდებ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რომ შესაბამისად შეისწავლოს აღნიშნული ინციდენტი და თანაბრად დაიცვას ორივე მხარის უფლებები და ინტერესები .

Related posts

კომენტარის დამატება