17 ივნისიდან მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება-რა სამუშაოების განხორციელებას გეგმავს მერია

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 17 ივ­ნისს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი გა­და­ი­კე­ტე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ვა­რა­ზის ხევ­სა და კოს­ტა­ვას ქუ­ჩებ­ზე სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ად­გი­ლე­ბა ორ­მხრი­ვად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

“თქვენ იცით, რომ ახა­ლი მოძ­რა­ო­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვა­რა­ზის ხევი, კოს­ტა­ვას ქუჩა ორ­მხრი­ვი იქ­ნე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე დიდი ხა­ნია ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი ტრი­ა­ლებს, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ით ასე­ვე, სოც­მე­დი­ა­ში.

მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გა­ნახ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, მთლი­ა­ნად შე­იც­ვლე­ბა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, გა­ნახ­ლდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მა, ასე­ვე, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო წყლის მი­ლე­ბი, გა­ზის მი­ლე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გა­მოც­ვლი­ლი, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი მი­წის ქვე­მოთ იქ­ნე­ბა ჩა­ტა­ნი­ლი, ახა­ლი გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბი, LED სა­ნა­თე­ბი მო­ე­წყო­ბა.

ასე­ვე, სა­ფეხ­მავ­ლო ტრო­ტუ­ა­რე­ბი მო­ე­წყო­ბა, რომ ადა­მი­ან­მა გა­და­ად­გი­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რად შეძ­ლოს. ახა­ლი მო­საც­დე­ლე­ბი, სა­ავ­ტო­ბუსო ზო­ლე­ბი გაჩ­ნდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გარ­და ამი­სა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის სა­ჭი­რო ზოლი გა­მო­ი­ყო­ფა, ვე­ლო­ბი­ლი­კი გა­კეთ­დე­ბა, ასე­ვე, მი­წის­ქვე­შა ნარ­ჩენ­შემ­კრე­ბი ურ­ნე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა და ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შშმ პირ­თათ­ვის,“ – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

Related posts

კომენტარის დამატება