ჩემმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია პუტინის გადაწყვეტილებაზე, უკრაინაში ომი წამოეწყო – ანგელა მერკერი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, უკრაინაში ომი წამოეწყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, მერკელმა აღიარა, რომ მისი მოღვაწეობის ბოლო წლის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

„შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო (რუსეთის უკრაინაში შეჭრას), ისევე როგორც საფრანგეთის არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებამ. აშკარა იყო, რომ მე აღარ ვიქნებოდი თანამდებობაზე და ამიტომ, უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულმა (კონფლიქტის მოგვარების) მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო“, – განაცხადა მერკელმა.

Related posts

კომენტარის დამატება