ოკუპანტები ამჯერად დვანსა და საკორინთლოს მიმდებარედ გამოჩნდნენ – საქართველოს ტერიტორიების უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება – ოკუპანტები ამჯერად დვანსა და საკორინთლოს მიმდებარედ გამოჩნდნენ. მათ თხრილების მოწყობა განაახლეს. დე ფაქტო ცხინვალი როგორც წესი მსგავს სამუშაოებს ზაფხულობით ასრულებს და ამას ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებად ასაღებს. „ხნულებთან დაკავშირებით ახალი არაფერი ხდება. ახლა რომ ახლოვდება ამ თივის სეზონი, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება ყოველ წელს ხდება. ხნულებს ავლებენ, რომ შემთხვევით არ მოხდეს, დაუდევრად, სიგარეტის ნამწვი რომ გადააგდოს ვინმემ ხმელ ბალახზე,” – ამბობს ადგილობრივი. ფაქტს უკვე მოჰყვა ოფიციალური თბილისის რეაგირება. აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ, სოფელ ხურვალეთთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.

ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ჩვენ მზად ვართ წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც აქამდე, შემდგომშიც გავაგრძელოთ მსჯელობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და ძირითად საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლის მიერ საპროცესო ვადების, მაგალითად, საქმის განხილვის ვადის არსებითად დარღვევის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლის დაზუსტებას. „ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე პირის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის/დანიშვნის აკრძალვის მოხსნა მისი წინა რეკომენდაციებისა და ევროპული მოსამართლეების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების თანახმად, გამართლებულია. ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლის მიერ საპროცესო ვადების, მაგალითად, საქმის განხილვის ვადის არსებითად დარღვევის საპატიოდ მიჩნევის…

სამწუხარო ინფორმაცია – მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი, პროექტ “ჯეოსტარი” 2011-ის მონაწილე ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნონა დათეშიძე ავრცელებს: ის წერს, რომ მომღერალი ცუდად იყო და ამის შედეგად დაიღუპა

გიორგი ამილახვარი: გუშინ აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი კატეგორიულ ტონში მოგვიწოდებდა ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯებისკენ და კითხულობდა იმ ციტატას, რომელიც კონსტიტუციაში ირაკლი კობახიძემ თავის ხელით ჩაწერა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს, ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იყოს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. მისი თქმით, პოლარიზაციას მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეამცირებს. საკითხთან დაკავშირებით მან „ქრონიკასთან“ ისაუბრა. „ამ პუნქტების ჩამონათვალის უმრავლესობა, ბუნებრივია ხელისუფლების განსახორციელებელია, მაგრამ არის იქ რამდენიმე პუნქტი, განსაკუთრებით დეპოლარიზაციის ნაწილი, რომელიც მარტო ხელისუფლების მხრიდან ვერ შესრულდება. გაგახსენებთ, როგორი იყო შარლ მიშელის ხელშეკრულების დროს. ამ დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება იყო დეპოლარიზაცია, მაშინ როდესაც ამ დოკუმენტის ხელმოწერამ, პირიქით გააღრმავა პოლარიზაცია და დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი დღე და ღამ ჩართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების რყევაში, რომ როგორმე დისონანსი შემოეტანათ…

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 24 ივნისს საქართველოს ხსნის გეგმას წარადგენენ

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხსნის გეგმა 24 ივნისს იქნება წარმოდგენილი. ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვაშაძემ არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს ეს გეგმა. „როდის ნახეთ თავისი მოტივაციით ქუჩაში გამოსული ამდენი გულანთებული ადამიანი? ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის, ვინც გუშინ შეიკრიბა რუსთაველზე და მთელი მსოფლიოდან გულშემატკივრობდა ასობით ათასი ემიგრანტი – ძალაუფლება მათ ეკუთვნით და არა ოლიგარქს. ოლიგარქატი უნდა დავასრულოთ, რადგან დეოლიგარქიზაციის გარეშე კანდიდატის სტატუსი არ იქნება. „ქართულ ოცნებას“ ორი-სამი დღე კიდევ აქვს დარჩენილი. 24 ივნისს ჩვენ გეგმას აუცილებლად წარვადგენთ. საკმაოდ საინტერესო ხუმრობა წავიკითხე სოციალურ ქსელში. ხუმრობაში ეწერა – „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციებში პირდაპირ…

კაცი, რომელიც ჭოროხმა გაიტაცა, გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს დილით მდინარე ჭოროხმა გაიტაცა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპულის ოჯახის ახლობელი, მერაბ ღოღობერიძის თქმით, ახალგაზრდა კაცი მდინარეში ჯართს აგროვებდა, როცა ის ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

კასპში 14 წლის მოზარდს ეძებენ – გოგონა 2 დღის წინ გაუჩინარდა

კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანს ეძებენ. სოფელ სასირეთში, ბეჟიტაშვილების ოჯახში სტუმრად მყოფი 14 წლის გოგონა 2 დღის წინ გაუჩინარდა. სასირეთში სამართალდამცველები იმყოფებიან.

კვლევა: ყველაზე მეტ ალკოჰოლს კახეთში (51%), ყველაზე ცოტას კი სამცხე-ჯავახეთში (28%) სვამენ

„ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების სტრატეგია“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს შემუშავდა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს მიმიოხილავს. დოკუმენტში ასახულია, როგორც მსოფლიო გამოცდილება, ისე საქართველოში არსებული ვითარება. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების ოდენობა საგრძნობლად აღემატება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს. რეგიონების მიხედვით, მსმელთა ყველაზე მაღალი პროცენტი გვხვდება კახეთში (51,7%), ხოლო ყველაზე დაბალი სამცხე-ჯავახეთში (28%) და აჭარაში (32%). რესპონდენტ მამაკაცთა უმრავლესობა (42,6%) ალკოჰოლს თვეში 1-3 დღე იღებს, ხოლო 22,4% კვირაში 1-4 დღე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე იმსჯელეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტმა 2022 წლის 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ შედეგებსა და სამუშაო ჯგუფებში მიღებულ წინადადებებზე იმსჯელა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ყველა ღონისძიება ონლაინ რეჟიმში იმართებოდა, თუმცა 27 მაისს გამართულ ღონისძიებას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის წევრებიც მონაწილეობდნენ. „ღონისძიება დიასპორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და კავშირის გაღრმავებას ისახავდა მიზნად“,- აღნიშნა მომხსენებელმა. მან დეტალურად მიაწოდა…

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლება მზად არის განაგრძოს რეფორმები და საბოლოოდ მიაღწიოს საქართველოს გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის გაატაროს რეფორმები და მიაღწიოს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება მზად არის განაგრძოს რეფორმები და საბოლოოდ მიაღწიოს იმ მიზანს, რაც იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წინაპრებს, ჩვენი და ჩვენი შვილების ოცნება ყოველთვის – ეს არის საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა თალაკვაძემ.