ქუთაისში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კაცი, რომელმაც ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსული არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

Related posts

კომენტარის დამატება