24 ივნისის გადაწყვეტილება იმავე შინაარსის მატარებელი იქნება – მიხეილ სარჯველაძე

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს გახდება ცნობილი. როგორც მმართველ პარტიის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ევროსაბჭოს გადაწყვეტილება შინაარსობრივად იგივე დარჩება და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მიანიჭებენ.

„მოსალოდნელია, რომ 24 ივნისის გადაწყვეტილება თვისებრივად იმავე შინაარსის მატარებელი იქნება. შესაბამისად, კომენტარები, რომლებიც ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად გაკეთდა, კვლავაც აქტუალური და ძალაში მყოფია. ევროკომისიის გადაწყვეტილება გახლავთ იმ შინაარსის, რომელიც მომდევნო ეტაპებდა და მომდევნო ნაბიჯებს განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო გააგრძელებს ახალი სტატუსით მუშაობას შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.

Related posts

კომენტარის დამატება