ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში

ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში – ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა. დაღუპული არავინაა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა და კლინიკაში არიან გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.

უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 25 ივნისს დღის მეორე ნახევარში, 16:00 საათისთვის დაეშვა. “საქართველოდან უფრო ადრე წავიდა, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჯერ იყო ესთონეთში, შემდეგ პოლონეთში, სამუშაოდ იყო წასული. ომის დაწყებიდან მალევე, 6 მარტს წავიდა უკრაინაში, სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდა – წინა ხაზელების ზურგში იბრძოდა… დონბასში იბრძოდა, გამოჰყავდა უკრაინელი დაჭრილი მებრძოლი და მაგ დროს ზურგში მოხვდა ტყვია. როცა ნახეს გარდაცვლილი, დაჭრილი ხელში ეჭირა”, – უთხრა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა, გიორგი მეზვრიშვილმა. მისიევე თქმით, ალუდა ზვიადაურს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და ხვალ, 26…

LYST – მორიგი ტყუილია

ეკო­ნო­მის­ტი ოთო აბე­სა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში ე.წ. უფა­სო ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად შექ­მნილ აპ­ლი­კა­ცი­ებს ეხე­ბა. ის მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, რომ მსგავს ფი­ნან­სურ პი­რა­მი­დებს უნდა ერი­დონ. “ეს არის სა­გან­გა­შო! ნუ მიყ­ვე­ბით ფი­ნან­სურ პი­რა­მი­დებს 2014-2017 წლებ­ში არ­სე­ბობ­და ესე­თი მა­რაზ­მი QNET, რომ­ლის ვა­ლებ­საც დღემ­დე იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. სწრა­ფი და მარ­ტი­ვი გამ­დიდ­რე­ბის მა­ნი­ით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა ეს შექ­მნი­ლი და და­ი­ჯე­რეთ ე.წ. “ბო­ტას­ზე” გახ­სოვთ ხომ? ვა­ლით ნა­ყი­დი 1200 USD – იანი აპ­ლი­კა­ცია დღეს რომ უკვე უფა­სოა ხომ გაფრ­თხი­ლებ­დით? TESLA MEDIA, რო­მე­ლიც მო­რი­გი თაღ­ლი­თო­ბაა და არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არაქვს რე­ა­ლუ­რად ტეს­ლას­თან. ასე­ვე LYST, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი პი­რა­მი­დაა რაც…

რუსეთიდან დაფინანსებული დაჯგუფება ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობს !!

კონტრ აქციისთვის მოვემზადოთ მეგობრებო, ვისაც არ გინდათ ეს ქვეყანა ხელმეორედ სისხლიანი რეჟიმის და ნიღბიანი ნაციონალური მოძრაობის ჯალათების ხელში აღმოჩნდეს!!! რუსეთიდან დაფინანსებული დაჯგუფება ცდილობს არეულობის მოწყობას ქვეყანაში, რაც არის პროვოკაციული ნაბიჯი და ხელს შეუწყობს რუსი სამხედროების შემოსვლას, რაც ასევე აწყობს უკრაინას! დანარჩენ ევროპასთან ერთად. ჯაშუშების წინააღმდეგ უნდა ამოქმედეს იგივე კანონი რაც უკრაინაშია დღეს!

ოსლოში სროლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, რის გამოც გაუქმდა პრაიდი

ნორვეგიის დედაქალაქში 25 ივნისისთვის დაგეგმილი, ლგბტ-თემის აღლუმის – პრაიდის ჩატარება გაუქმდა მას მერე, რაც ქალაქში სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო 21 დაიჭრა. პოლიციამ დააკავა 42 წლის პირი, ირანული წარმოშობის ნორვეგიის მოქალაქე, მალევე მას მერე, რაც ღამის პირველი საათისთვის, ოსლოში, სამ ადგილას, მათ შორის გეი-ბარში, ატყდა სროლა. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მომხდარს „ტერორისტულ აქტად“ განიხილავს. ორგანიზატორებმა მსვლელობისა, რომელიც 25 ივნისს დღისით უნდა გამართულიყო, გამოაცხადეს, რომ აუქმებენ მას. მათ ფეისბუკით გაავრცელეს ცნობა, რომ პოლიციის მკაფიო რჩევის თანახმად, „ყველა შეხვედრა, რომელიც ოსლოში პრაიდს უკავშირდება“, გაუქმდა. „ჩვენ არ ვიცით ამ საშინელი აქტის…

ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაანთავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი. კერძოდ, ზელენსკიმ თანამდებობიდან ელჩები შემდეგ ქვეყნებში გაათავისუფლა: საქართველოში – იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში – იური მუშკუ, პორტუგალიაში – ინაა იგნივეცი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში – სერგეი ბურდილიაკი, ლიბანის რესუბლიკაში – იგორ ოსტაშა. ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს თანამდებობიდან გაათავისუფლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, გადაწყვეტილება ბაკანოვის გათავისუფლების შესახებ უკავშირდება ხერსონში წარუმატებელ ოპერაციას. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევას ხელი მიმდინარე წლის 31 მარტს…

ცხინვალიდან რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია

როკის გვირაბის სიახლოვეს, კვლავ ჩაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა. ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღეს, შაბათს დილიდან აიკრძალა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. ოკუპირებული რეგიონის სამინისტროში განმარტავენ, რომ როკის გვირაბის ჩრდილოეთ ნაწილში გზა ჩაიხერგა მთებიდან და კლდეებიდან ჩამოცვენილი ქვების გამო. ამას დაემატა გზის ნაწილზე მიწის ჩამოშლაც. მსგავსი მოვლენები გასულ კვირაშიც დაფიქსირდა და მაგისტრალი ორჯერ ჩაიკეტა. გზის გაწმენდის შემდეგ მძღოლებისთვის მოძრაობა აღდგა, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტ ბურონთან ღვარცოფი ისევ მოვარდა და მეწყერული პროცესები დაიწყო, რამაც ისევ გამოიწვია გზის დაკეტვა. საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტრომ მოქალაქეები უამინდობის შესახებ…

„ეს არის დაქირავებული მკვლელი, ის ალბათ უკვე საქართველოში არ არის“ – ლევან კაჭარავას დედის პირველი კომენტარი

ბაგებში, ავტომობილში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედის, ელენე მხეიძის განცხადებით, მისი შვილი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა, რომელმაც საქართველო უკვე დატოვა. როგორც მოკლულის დედა ამბობს, ლევანს ქვეყანაში მტრები არ ჰყოლია. „მე გეუბნებით, რომ ეს საქართველოს ამბავი არ არის. სამსახურებრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო, თქვენ მოგეწონებათ? მე შემიძლია გითხრათ, როგორც თვითონ ექიმმა, ეს არის დაქირავებული მკვლელი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის”, – ამბობს მოკლულის დედა. კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა კაჭარავას მძღოლი და რატომ გადაადგილდებოდა ის სხვა პირთან ერთად მანქანით, ლევან კაჭარავას დედა ასე პასუხობს: „ცოლი გასვენებაში იყო წასული და მასთან სხვა იყო.…

ამბავი ქალზე, რომელმაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზის ორი ბავშვი იშვილა – ახლა მის ოჯახს დახმარება სჭირდება

სოციალურ ქსელში მოქალაქე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, საკუთარი ოჯახის შესახებ მძიმე და საინტერესო ისტორიას ჰყვება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. „რამდენიმე წლის წინ გურიაში, ერთი ახალგაზრდა ქალი, სახელად ნინო, მშობიარობისას გარდაიცვალა. საბედნიეროდ ბავშვი გადარჩა, მაგრამ სამშობიარო ტრავმის გამო ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. როცა მამამ, შვილის დიაგნოზი გაიგო, უარი თქვა მასზე და ბავშვთა თავშესაფარში დატოვა. მე ალექსანდრე ვარ. მე და ჩემი ოჯახი თბილისში ვცხოვრობდით, ნაწილობრივ მსგავსება კი ერთი ის იყო ჩვენსა და ზემოთ ხსენებულ ოჯახს შორის, რომ ჩემს ძმასაც (გიორგის) ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მწვავე ფორმა ჰქონდა, დედა იმედს არ კარგავდა, თან ჰყვებოდა, მთელი…

„ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურისმაძიებელი“ – კვარაცხელიების ოჯახი ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება

სოციალურ ქსელსა და ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი – ერთ-ერთი ვერსიით, შურისძიებაა, ნიკო კვარაცხელიას ოჯახი გამოეხმაურა. „ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს. ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია, ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია? მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში, რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა, რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი. ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას.…