26 მაისი – 3 ივნისის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 444 მოსწავლის მშობელმა დაწერა

26 მაისი -3 ივნისის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 444 მოსწავლის მშობელმა დაწერა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს.

მათივე განმარტებით, 26 მაისი – 3 ივნისის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 1048-მა მშობელმა გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.

Related posts

კომენტარის დამატება